მირიან ქათამაძე
დაიბადა 1977 წლის 30 მარტს;
1999 წელს დაამთავრა ქობულეთის რაიონის ზენითის საჯარო სკოლა;
1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით;
1999-2003 წლებში გაიარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურის სრული კურსი,
2006-2011 წლებში კი - იმავე ფაკულტეტის დოქტორანტურა;
2002-2004 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი;
2004-2006 წლებში მუშაობდა "აჭარის ენერგოკომპანიის" (ამჟამინდელი "ენერგო-პროს" აჭარის ფილიალი) იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;
2006-2014 წლებში "ბათუმის საზღვაო ნავსადგურში" იყო ჯერ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, შემდეგ გენერალური დირექტორი;
2014 წელს ეკავა "ბათუმის ნავთობტერმინალის" იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობა;
2015-2016 წლებში მუშაობდა შპს "ნიუ ოილ ტრანს კომპანის" მმართველი დირექტორის თანამდებობაზე;
2015-2016 წლებში ეწეოდა დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას;
2016 წლიდან ბოლო დრომდე ეკავა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობა;
2002 წლიდან დაკავებულია პედაგოგიური საქმიანობით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;
არის ხუთი სამეცნიერო შრომის ავტორი; საქართველოში და საზღვარგარეთ გავლილი აქვს სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსი და ტრენინგი. მათ შორის: საფრანგეთში, უკრაინაში, რუსეთში, თურქეთში, ავსტრიასა და ესპანეთში;
ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს;
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ქობულეთი მირიან ქათამაძეს საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd