დაიბადა 1973 წლის პირველ ნოემბერს ასპინძაში.
1990 წელს დაამთავრა ასპინძის საშუალო სკოლა.
1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით კონსტრუქტორ-ტექნოლოგი.
1995-1996 წლებში მუშაობდა ასპინძის სამომხმარებლო კოოპერატივში საქონელმცოდნედ.
1997-2006 წლებში იყო ასპინძის სამომხმარებლო კოოპერატივის თავმჯდომარე. ამასთანავე, 2003-2004 წლებში იყო N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2006 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. პარალელურად, 2015-2017 წლებში მუშაობდა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ტრენერად.
სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატები. გავლილი აქვს ტრენინიგები: საარჩევნო პროცესების მართვა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები არჩევნებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გადამზადება, პარტნიორები საქართველო - მართვა და ეფექტური კომუნიკაცია. ფლობს რუსულ და სომხურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ასპინძა როსტომ მაგრაქველიძის საარჩევნო პოგრამა by International Center for Civic Culture on Scribd