არსენ ბალახაშვილი
დაიბადა 1963 წლის 5 დეკემბერს ადიგენის რაიონის სოფელ უდეში. 1987 წელს დაამთავრა "ცეკავშირის" თბილისის კოოპერაციული ტექნიკუმი. 1987 წლიდან მუშაობდა ადიგენის რაიონის რაიკოოპერატივში რიგით ბუღალტრად. 1990 წელს დაინიშნა ადიგენის საზკვების მთავარ ბუღალტრად. 1992 წლიდან მუშაობდა შ.პ.ს. ,,ტაო“-ში მთავარ ბუღალტრად. 1995 წლიდან არის უდეს საკრებულოს მდივანი. 1998 წელს არჩეული იქნა სოფ. უდეს თემის საკრებულოს გამგებლად. 2002 წელს არჩეული იქნა უდეს თემის საკრებულოს გამგებლად და ამავე დროს ადიგენის რაიონის ასოცირებული საკრებულოს თავმჯდომარედ. 2008 წლის თებერვალში დაინიშნა გამგებლის თანაშემწედ, 2008 წლის ივლისიდან დღემდე მუშაობს გამგებლის პირველ მოადგილედ. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.