ზაქარია ენდელაძე
დაიბადა 1976 წლის 21 მარტს ადიგენის რაიონის სოფელ ხევაშენში;
1993 წელს დაამთავრა ადიგენის რაიონის სოფელ ვარხნის საშუალო სკოლა;
1999 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის ისტორიის ფაკულტეტი;
2007 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2011 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლისა და სამოქალაქო სამართლის სპეციალობებით, მიიღო შესაბამისი სერტიფიკატები.
1999-2004 წლებში მუშაობდა შსს-ს ორგანოებში სხვადასხვა რიგით და მეთაურ თანამდებობაზე.
2006-2007 წლებში იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის განაწესის უფროსი.
2012 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით.
2014 წლის 28 თებერვლიდან იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.
2014 წლის 4 მარტიდან იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.
2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ადიგენი ზაქარია ენდელაძის საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd