ანზორ სვანიძე
1985 წლის 26 ნოემბერს დაიბადა, 2003 წელს ბორჯომის N1 საჯარო სკოლა დაამთავრა, ამავე წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმაციისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 2007 წელს დაამთავრა. 2007 წლის აგვისტოდან ბორჯომ–ბაკურიანის ვაგზლის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. 2008 წლის მაისიდან 2010 წლის ოქტომბრამდე ამავე სამსახურის უფროსად მუშაობდა. 2012 წლის მარტში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. 2013 წლის მაისში კი კონკურსის შედეგად ქალაქ ბორჯომის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად დაინიშნა.
რევაზ კალაძე
1988 წლის 21 მარტს თბილისში დაიბადა. 2004 წელს დაამთავრა თბილისის რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში, სამოქალაქო ნაგებობათა არქიტექტურის ფაკულტეტზე. 2008 წლიდან სხვადასხვა კომპანიაში არქიტექტორის თანაშემწედ მუშაობდა. 2012 წლის აპრილიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში სივრცით-ტერიტორიული მოწყობის და ურბანული დაგეგმარების მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. 2013 წლის 17 ივნისს კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა.