მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ჩოხატაური - მუნიციპალიტეტი  გურიის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ოზურგეთის მაზრაში, 1930-1963 წლებში - ცალკე რაიონი იყო, 1963-1964 წლებში შედიოდა მახარაძის რაიონში, 1965-დან ცალკე რაიონია. 2006 წლიდან ეწოდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

 

მუნიციპალიტეტის ფართობი - 825 კვ.კმ;

 

მოსახლეობის რაოდენობა - 24 ათასი კაცი;

 

სიმჭიდროვე - 29 კაცი კვ.კმ-ზე.

 

მუნიციპალიტეტში 61 დასახლებული პუნქტია: დაბა ჩოხატაური და 60 სოფელი: ახალშენი, ბასილეთი, ბჟოლიეთი, ბუკისციხე, ბუკნარი, ბურნათი, ბუქსიეთი, განახლება, განთიადი, გამოღმა დობირო, გაღმა დობირო, გოგოლესუბანი, გოგოური, გორაბერეჟოული, გუთური, გურისტყე, დაბლაციხე, ვაზიანი, ვანი, ზემო ერკეთი, ზემო ონჭიქეთი, ზემო სურები, ზემო ფარცხმა, ზენობანი, ზომლეთი, ზოტი, თავპანტა, თხილაგანი, იანეული, ინტაბუეთი, კალაგონი, კოხნარი, მამულაური, მეწიეთი, ნაბეღლავი, ნაკადული, სამება, საყვავისტყე, საჭამიასერი, ტობახჩა-თავსურები, ქვაბღა, ქვემო ერკეთი, ქვემო ონჭიქეთი, ქვენობანი, შველაურ-ციციბაური, შუაგანახლება, შუა სურები, შუა ფარცხმა, შუბანი, ჩაისუბანი, ჩაკიტაური, ჩომეთი, ჩხაკოურა, წითელგორა, წიფნაგვარა, წიფნარი, ჭალა-ქადაგაური, ჭაჭიეთი, ხევი, ხიდისთავი.

ადმინისტრაციული ცენტრი - დაბა ჩოხატაური მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთ კალთის ძირას, მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 150 მ. დაბის სტატუსი მიენიჭა 1947 წელს. მოსახლეობა 2.2 ათასი (2006).დეპუტატი  პარლამენტში - კორნელი კუკულავა(ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)

 

იხ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რუკა