ზაზა გულიაშვილი - 596 77 75 77
დაიბადა 1972 წლის 19 დეკემბერს ქარელში; დაამთავრა ქარელის რაიონის ბრეთის მეურნეობის საშუალო სკოლა.
1991 წელს დაამთავრა ფიზიკური კულტურის ტექნიკუმი, არის ფიზიკური კულტურის სპეციალისტი;
2004 წელს დაამთავრა ბათუმის მემედ აბაშიძის სახელობის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი იურისტის კვალიფიკაციით;
1999 – 2010 წლებში მუშაობდა კერძო დაცვის სამსახურში დაცვის უფროსად;
2013 წელს იყო ქარელის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე;
2013– 2014 წლებში იყო ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
2012 წლიდან ხელმძღვანელობდა კოალიცია "ქართული ოცნება - - დემოკრატიული საქართველოს" ქარელის რაიონულ ორგანიზაციას, 2015 წლიდან არის პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქარელის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე;
2013 წელს მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ირლანდიაში, ქ. ბელფესტში პოლიციელებს შორის ჩატარებულ ოლიმპიურ ჩემპიონატში ძიუდოში;
2014 წელს მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ვეტარანებს შორის სამბოში;
ფლობს რუსულ ენას;
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ქარელი ზაზა გულიაშვილის საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd