დაიბადა 1977 წლის 11 იანვარს მესტიაში;
1993 წელს დაამთავრა მესტიის პირველი საშუალო სკოლა;
1998 წელს დაამთავრა თბილისის შრომის და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიეროსასწავლო ინსტიტუტი, წარმოების ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობით;
1998-1999 წლებში მუშაობდა მესტიის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის მენეჯერად;
1999-2000 წლებში იყო მესტიის რაიონის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების სპეციალისტი;
2000-2010 წლებში მესტიის რაიონის 47ე საოლქო საარჩევნო კომისიაში იყო: კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (2000-2002 წწ.), კომისიის თავმჯდომარე (2002-2006 წწ.), კომისიის წევრი (2006-2010 წწ.);
2000-2005 წლებში მუშაობდა მესტიის რაიონის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის მთავარ სპეციალისტად;
2007-2010 წლებში იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ ზუგდიდის ფილიალის მესტიის სერვისცენტრის სესხების ოფიცერი;
2011-2012 წლებში დაკავებული იყო ინდივიდუალური სამეწარმეო საქმიანობით;
2012 წლიდან ბოლო დრომდე იყო მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
ფლობს რუსულ ენას;
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
მესტია კაპიტონ ჟორჟოლიანის საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd