ვალერიან ფოცხვერია
დაიბადა 1967 წლის 30 იანვარს სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერში;
1990 - 1996 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის
ფაკულტეტზე;
2008 წელს დაამთავრა საქართველოს სასწავლო უნივერსიტეტ "ვიტას" სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი;
1985-1986 წლებში მუშაობდა ქ. სამტრედიის რკინიგზის სამშენებლო ორგანიზაცია "სმპ 35"-ში კალატოზ-მემონტაჟედ;
1992-1996 წლებში იყო სამტრედიის რაიონის სოფ. ეწერის მეთესლეობის მეურნეობის იურისტ-კონსულტანტი;
1998-1999 წლებში სამტრედიის რაიონის საკრებულოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა;
1999-2002 წლებში იყო სამტრედიის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე;
2002-2004 წლებში იყო სამტრედიის რაიონის სოფ. ეწერის გამგებელი და სამტრედიის რაიონის ასოცირებული საკრებულოს სპიკერი;
2012 წლიდან არის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი, 2014 წლიდან - პარტიის სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარე;
2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
კარგად ფლობს რუსულ ენას;
არის დასაოჯახებელი.
სამტრედია ვალერიან ფოცხვერიას საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd