წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 2010 წლის 24 სექტემბერი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) წარმოდგენილი დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 10 ნოემბრის №1 დადგენილება. 3. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე კ. ციმინტია