ბესიკ ესებუა
მობილური 599 856556; 599 907296
მიღების დღეები: სამშაბათი-ხუთშაბათი
ელ.მისამართი: besikesebua@gmail.com
ბიოგრაფია:
ბესიკ ესებუა დაიბადა 1961 წლის 23 ივნისს ქალაქ სენაკში.
1978 წელს დაამთავარა ქ. რუსთავის №2 საშუალო სკოლა.
1980-1986 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის სახელმწიფო-სამედიინო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1986 წელს ექიმის კვალიფიკაციით.
1986-1990 წლებშჲ მუშაობდა ჩხოროწყუს რაიონულ საავადმყოფოში ექიმად.
1990-1992 წლებში სწავლობდა ქ. კიევის ქირურგიის ინსტიტუტში, გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი ქირურგიის განხრით.
1994 წელს დაამთავრა ასპირანტურის დაუსწრებელი კურსი ქ. თბილისის №4 საავადმყოფოში.
1994-1995 წლებში მუშაობდა ჩხოროწყუს რაიონულ საავადმყოფოში ექიმად.
1998-2002 წლებში იყო ჩხოროწყუს ასოცირებული საკრებულოს წევრი, ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
2000-2002 წლებში მუშაობდა ჩხოროწყუს რაიონის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების გამგედ.
2002-2003 წლებში ჩხოროწყუს ასოცირებული საკრებულოს წევრი, სოფელ ახუთის გამგებელი.
2003-2004 წლებში ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატის ვ. იზორიას რაიონული ბიუროს ხელმძღვანელი.
2009 წლიდან პოლიტიკური კოალიცია „ალიანსი საქართველოსთვის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
2010 წლიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
2012 წლის 4 დეკემბრიდან არჩეულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ. არის კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი.
ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.