10 ნოემბერი, 2006 წელი
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა #1 მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანდართული დებულება (რეგლამენტი). 2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს თავმჯდომარეს. 3. საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს `ნორმატიული აქტების შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით საკრებულოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება. 4. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. 5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს მარტვილის რაიონის საკრებულოს 2002 წლის წლის 22 ოქტომბრის #1 დადგენილება მარტვილის რაიონის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია