Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 762

Deprecated: Non-static method JFactory::_createConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 73

Deprecated: Non-static method JUtility::getHash() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 97

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/utilities/utility.php on line 116

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 399

Deprecated: Non-static method JFactory::getSession() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/application/application.php on line 802

Deprecated: Non-static method JFactory::_createSession() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 94

Deprecated: Non-static method JFactory::getConfig() should not be called statically, assuming $this from incompatible context in /home/ivote/public_html/libraries/joomla/factory.php on line 501
მუნიციტიპალიტეტი - ყველაფერი არჩევნების და თვითმმართველობის შესახებ
მუნიციტიპალიტეტი
აორჩიეთ წელი

დუშეთის მუნიციპალიტეტი

უშეთი - მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთის მხარეში; მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიაში დუშეთის მაზრის სახელწოდებით, 1917-28 წლებში — დუშეთის მაზრაა, 1928-30 წლებში თბილისის ოლქში დუშეთის რაიონის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე რაიონია.

 

დუშეთის მუნიციპალიტეტს სამხრეთით საზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით კასპისა და ახალგორის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით  რუსეთის ფედერაცია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით  ახმეტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები.

 

ფართობი - 2981.5 კმ²;

მოსახლეობის რაოდენობა - 33 602 ადამიანი (ქართველები 94.6% , ოსები 4.8%);

 

სიმჭიდროვე - 11 ადამიანი კმ2-ზე;

 

მუნიციპალიტეტში  298 დასახლებული პუნქტია: ქალაქი დუშეთი,  2 დაბა და 295 სოფელი - ჟინვალი (არანისი, ბიჩნიგაური, ბზიკურთკარი, ბოდავი, გუდრუხი, ეთვალისი, ზემო ხორხი, თვალივი, ლაუშა, მენესო, ნეძიხი, ჟინვალა, სონდისველა, სწროფავი, უბანი, ფუძნარი, ქვემო არანისი, ქვემო ხორხი, ჩინთი, ხარტიშო, ხირაუშა), ფასანაური (ბანცური, დავითურნი, ვეშაგურნი, ზემო ამირნი, მეჯილაურნი, სოდევე, უკანამხარი, ჩადისციხე, ჩირიკი, ცხვედიეთი, წინამხარი, წინკობანი, წიფორი, ჭიკანი, ხევშა) ანანური (ავენისი, ბანცურთკარი, დგნალი, ზოტიკიანთკარი, თანდილაანთკარი, კადოეთი, პავლეური, უფურეთი, ფხუნდავი, შალიკიანთკარი, ცივწყარო, ციხისძირი, ციხისსოფელი, ჭივილაანები), ბაზალეთი (ბაგა, გრიგოლაანთკარი, ვარსიმაანი, ლაზვიანი, მლაშე, ნაგლიანთკარი, პირმისაანი, საკრამულო, საშაბურო, უნდილაანთკარი, ყარსიმაანთკარი, ჩანადირთკარი, ჩირდილელიანთკარი, ჩუბინიანთკარი, ძველი საკრამულო, ჭონტილი), გრემისხევი (ციხისუბანი, არბოეთი, ახალი ბურღული, თხილოვანი, მიქელიანი, პეტრიანი, ტონჩა, ქარქუშაანი, ქედელობა, ციგრიანთკარი, ძველი ბურღული), გუდამაყარი (კიხოტი, ათნოხი, ბაკურხევი, ბახანი, ბოსელი, ბურსაჭირი, გამსი, დიდებანი, დიხჩო, დუმაცხო, ზანდუკი, თოთიაურნი, თორელაანი, ლუთხუბი, მაქართა, საკერპო, საჩალისჭალა, სიჯანანი, ფახვიჯი, ჩობალაურნი, ჩოხი, წინამხარი), ლაფანაანთკარი (აბანოსხევი, ახალი ოსები, დავათი, ზემო უბანი, კოშკასყელი, მაღრანი, მწითურები, ნოჯა, ნოჯიკეთი, ქერიაანთკარი, ძველი ოსები, ხიზნები), მაღაროსკარი (არბაჩხანი, აფშო, გომეწარი, გუდარახი, ინო, კანატია, კაწალხევი, კუჭეჭა, მიგრიაულთა, საშევარდნო, ქალილო, შარახევი, ჩარგალი, წიფრანი, ხილიანა, ხომი), მჭადიჯვარი (ახალი კადოეთი, ბაქაქურები, ებნისი, ზემო კოდისწყარო, ზემო შუახევი, ილტოზა, ლამოვანი, მილისწყარო, ოძისი, ქვემო კოდისწყარო, ქვემო შუახევი, ქვითკირისწყარო, ციხევდავი, წიწამურა, ჭაშა, ჭილურტი), უკანაფშავი (შუაფხო, ახადი, ბეტისჩრდილი, ბინდაურთა, გოგოლაურთა, თხილიანა, მათურა, მუქო, უძილაურთა, ცაბაურთა, ჭიჩო, ხოშარა), ქვეშეთი (არახვეთი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, გვიდაქე, გოგნაური, ზაქათკარი, ზემო მლეთა, იუხო, კაიშაურნი, ლაკათხევი, მანასეური, მუღურე, ნადიბანი, ნაღვარევი, ჟოჟონი, სალაჯური, სეთურნი, სეფე, სვიანა-როსტიანი, სონჩო, უშარნი, ქვემო მლეთა, ქოროღო, ყველანი, შარმიანი, ჩოხელნი, ციხიანი, წკერე, ხარხეთი, ჯაღმიანი), შატილი (ანდაქი, არდოტი, არჭილო, გიორგწმინდა, კისტანი, მუცო, ხახაბო, ხონისჭალა), ჭართალი (ბუჩაანი, დოლასქედი, ვაშლობი, ზენუბანი, მენესო, მუგუდა, საქერე, სონდა, ჩიტაურები, ჭალისოფელი, ჯუღისი), ჭონქაძე (არაგვისპირი, არღუნი, ახალაანი, ახალი ტონჩა, ბოდორნა, დუდაურები, ველთაურთკარი, ვეძათხევი, თანიანთკარი, იორი, მგლიანი, მეზვრიანთკარი, მჭედლიანთკარი, ნანიანი, ოქრუაანი, ფრიდონაანთკარი, ქარაულები, ქერანა, ქვემო აში, ყვავილი, ჯავახიანთკარი), ჭოპორტი (ახატანი, ბულაჩაური, ზემო ღარისწყალა, ქვემო ღარისწყალა, ქუბრიანთკარი, წითელსოფელი), ხევსურეთი (აკუშო, ამღა, ატაბე, აყნელი, აჭე, ახიელი, ბარისახო, ბაცალიგო, ბისო, ბლო, ბოქჩვილო, ბუჩუკურთა, გველეთი, გუდანი, დათვისი, ზეისტეჩო, კარწაულთა, კორშა, მაღრაანი, მოწმაო, ოხერხევი, როშკა, უბანი, უკანახო, უკანხადუ, ქმოსტი, ქობულო, ღელისვაკე, ღული, ჩირდილი, ჩხუბა, ძეძეურთა, ჭალისოფელი, ჭიე, ჭიმღა, ჭორმეშავი, წინხადუ, ხახმატი), ხეობა (ახალციხე, დოლოშა, ვარცლა, კენჭაკლდე, მიგრიაულები, საცხავატლო, ფიჭვიანი, წითელი კლდე.

 

ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი დუშეთი მდებარეობს დუშეთის ქვაბულში, მდინარე დუშეთისხევის ორივე ნაპირზე.  ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს, 1756 წელს მან ფეოდალური ქალაქის სტატუსი მიიღო, 1802 წელს კი ახლადშექმნილი დუშეთის მაზრის ცენტრი გახდა. მოსახლეობა 4,6 ათასი (2002 წ.).

დეპუტატი პარლამენტში - კობა ბადაგაძე ( ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)

 

იხ. დუშეთის მუნიციპალიტეტის რუკა