ყაზბეგი - მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე თბილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის ქვეშეთის უბნის შემადგენლობაში შედიოდა, 1917-30 წლებში — დუშეთის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით ახალგორის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ჯავა , ჩრდილოეთით კი რუსეთის ფედერაცია.
ფართობი - 1081.7 კმ²;
მოსახლეობის რაოდენობა - 3 ათასი ადამიანი ;
სიმჭიდროვე - 5 ადამიანი კმ2- ზე;
მუნიციპალიტეტში 40 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა - სტეფანწმინდა და 39 სოფელი - გორისციხე, გუდაური, კობი, სიონი, სნო, აბანო, ალმასიანი, ართხმო, არშა, აჩხოტი, ახალციხე, ბურმასიგი, გაიბოტენი, განისი, გარბანი, გველეთი, დესი, ერეთო, ვარდისუბანი, ზემო ოქროყანა, თოთი, კართაყაუ, კარკუჩა, კეტრისი, მნა, ნოგყაუ, რესი, საყურიანი, სუათისი, ტეფი, ტყარშეთი, უხათი, ფალაგყაუ, ფანშეტი, ფხელშე, ქვემო ოქროყანა, ქოსელი, ქუმლისციხე, ყანობი, შევარდენი, ცდო, ცოცოლთა, ხურთისი, ჯიმარა, ჯუთა..
ადმინისტრაციული ცენტრი - დაბა სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს. მოსახლეობა 1 820 (2002). 2006 წელს დაბა ყაზბეგს დაუბრუნდა მისი ყოფილი სახელი.
დეპუტატი პარლამენტში - რომან მარსაგიშვილი (რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი, უპარტიო)იხ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რუკა