ლევან კუპრეიშვილი
დაიბადა 1986 წლის 20 იანვარს ქ. სენაკში;
2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. სენაკის ჟიული შარტვას სახელობის მე-2 საშუალო სკოლა;
2008 წელს დაამთავრა ევროპული მენეჯმენტის სკოლა - ESM-Tbilisi ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
2007 წელს სწავლობდა ინგლისის ქალაქ ბორნმუსში, ბიზნესის სკოლაში - BBSI (Bornmuth Business School International);
2009 წლის იანვარში სწავლა გააგრძელა ინგლისის ქ. ბრაიტონში, Bellerbys College, რომელიც წარჩი ნებით დაამთავრა და წლის საუკეთესო სტუდენტთა შორის მოხვდა;
2009 წლის ოქტომბერში ჩაირიცხა ინგლისის მოწინავე უნივერსიტეტში The University Of Warwick, სადაც დაიცვა სამეცნიერო დისერტაცია თემაზე - „სტრატეგიული ლოგისტიკური ჰაბების შედარებითი ანალიზი“;
2007-2008 წლებში მუშაობდა ლოგისტიკურ კომპანია Mika Gorgia-ში ლოგისტიკის მენეჯერად;
2010-2013 წლებში იყო ლოგისტიკური და სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო კომპანია „ბასოს“ დირექტორი;
2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანია „ჯიარ ქონების მართვაში“ გენერალური დირექტორის მოადგილე;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;
ჰყავს მეუღლე და ვაჟიშვილი.
სენაკი ლევან კუპრეიშვილის საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd