ფრიდონ ბურდული
დაიბადა 1960 წლის 21 აგვისტოს ქალაქ საგარეჯოში.
1977 წელს წარჩინებით, ოქროს მედალზე დაამთავრა ქ. საგარეჯოს # 1 საშულო სკოლა.
1977 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით, წითელ დიპლომზე დაამთავრა -1983 წელს.
1983-1985 წწ დაამთავრა კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა.
1985-1989 წწ დაამთავრა კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა.
1989-2005 წწ მუშაობდა კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად.
1996-2012 წწ მუშაობდა შპს „კარდიოექსპრესში“ ექიმ კარდიოლოგად.
2005-2012 წწ მუშაობდა შპს ბარნოვის სახ.ჰოსპიტალში ექიმ კარდიოლოგად.
2013 წლიდან 2014 წლის 1 ივნისამდე მუშაობდა შპს „ჯეო ჰოსპიტალში“ ექიმ კარდიოლოგად.
1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი;
არის 30 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი;
2013 წლის ივლისიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ წევრი.
2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იყო საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების ქ. საგარეჯოს საარჩევნო ზონის ხელმძღვანელი.
2014 წლის 15 ივნისს არჩეულ იქნა ქ. საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატად, 14 ივლისიდან არჩეულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.