აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2010 წლის 24 სექტემბერი
ქ. აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) წარმოდგენილი რედაქციით, დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების(რეგლამენტის)დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 6 ნოემბრის№2/1 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოსთავმჯდომარე დ. თოფურია