პაატა ქურდოვანიძე
მობილური: 593 19 14 82
სამსახურის ტელ: 0(412)291919
მისაღების ტელ: 599855801
ფაქსი: 0(412)291919
ელ. ფოსტა: paataqurdovanidze@gmail.com
მიღების დღე: ოთხშაბათი
მიღების საათები: 11:00-დან;16:00-საათამდე
ბიოგრაფია:
პაატა მიხეილის ძე ქურდოვანიძე დაიბადა 1954 წლის 10 მარტს აფხაზეთის ასსრ გულრიფშის რაიონის სოფელ კელასურში. ბავშვობა და ყრმობა გაატარა ქალაქ ცხაკაიაში.
1971 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქ. ცხაკაიას ამიერკავკასიის რკინიგზის სკოლა- ინტერნატი.
1972 წლიდან 1978 წლამდე სწავლობდა ქ. კრასნოდარის ყუბანის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე, მიიღო ექიმ-პედიატრის სპეციალობა.
1978 წლიდან 1982 წლის ჩათვლით, განაწილებით, მუშაობდა ბელგოროდის ოლქის ბავშვთა საოლქო და ქ. გუბკინის ბავშვთა საავადმყოფოში.
1982 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს აბაშის რაიონში, რაიონის მთავარ პედიატრად, მთავარი ექიმის მოადგილედ სამკურნალო დარგში, რაიონის მთავარ ექიმად, სააქციო საზოგადოება „აბაშის რაიონული საავადმყოფოს“ დირექტორად.
2004 წელს პოლიტიკურმა მოძრაობამ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ მისი კანდიდატურა წამოაყენა აბაშის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. 2004 წლიდან 2008 წლის 7 ივნისამდე არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად, როგორც აბაშის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. იყო მრეწველთა ფრაქციის წევრი. მონაწილეობას იღებდა საქართველოს პარლამენტის კულტურის, განათლებისა და სპორტის; ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის კომისიის მუშაობაში.
2008-2010 წლებში მუშაობდა ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მინისტრის აპარატში მრჩევლის თანამდებობაზე.
2011 წლის იანვრიდან ოჯახური მდგომარეობის გამო დაბრუნდა აბაშის რაიონში და მუშაობდა ს.ს. „აბაშის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“.
2014 წლის 24 ივლისიდან არის, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
1980-იანი წლების მიწურულიდან აქტიურად იყო ჩართული აბაშისა და სენაკის რაიონების სამედიცინო, სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
ამავე პერიოდიდან, ადგილობრივ თუ ცენტრალურ პრესაში, ქვეყნისა და საზოგადოებისათვის საინტერესო პრობლემებისადმი მიძღვნილი არაერთი ინტერვიუ და წერილი აქვს გამოქვეყნებული.
1999-2002 წლებში აბაშაში დააარსა დიტერატურული გაზეთი „რტონი“. ამ გაზეთის არსებობა და მნიშვნელობა საკადრისად იქნა შეფასებული ლიტერატურულ წრეებში.
გამოქვეყნებული აქვს მოთხრობების ციკლი „ღვარცოფი“ ამსახველი 1990-იანი წლების ქვეყნის ცხოვრების მწარე რეალობისა (ჟურ. „ცისკარი“, გაზ. „რტონი“).
2010 წელს გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა მისი მონოგრაფია „ქართულ-აფხაზური ალბომი“, რომლის შექმნისთვისაც გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
40 წელზე მეტია აგროვებს ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობის ამსახველ ისტორიულ ფოტოებსა და წერილობით წყაროებს. ამ უნიკალური (5000 ასამდე) მასალაზე დაყრდნობით 1999 წელს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში გრანდიოზული გამოფენა მოეწყო, რომელსაც საზოგადოებისა და პრესის დიდი მოწონება ხვდა.
საქართველოში არსებული გაეროს წარმომადგენლობის წინადადებით, ამჟამად ემზადება აღნიშნული გამოფენის განახლებული და შევსებული ვარიანტის სოხუმში, აფხაზი საზოგადოებისათვის წარსადგენად.
1999 წელს მიიღო ღირსების მედალი.
არის დაოჯახებული. მეუღლე - თამარ ნადარეიშვილი, პროფესიით სტომატოლოგი.
შვილები : - მიხეილ ქურდოვანიძე, ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის დოქტორანტი.
სალომე ქურდოვანიძე, პრაღის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი.
ფლობს სრულყოფილად ქართულ და რუსულ ენებს, ფრანგულად და ინგლისურად კითხულობს ლექსიკონის დახმარებით.