ნუგზარ პაპიაშვილი
დაიბადა 1958 წლის 1 იანვარს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში. 1983 წელს დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და მიენიჭა ისტორიკოსის, ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნრეობის მასწავლებლის კვალიფიკაცია. 1983-85 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისის N71-ე პროფესიულლ სასწავლებელში ისტორიის მასწავლებლად. 1985-91 წლებში ნუგზარ პაპიაშვილი თბილისის N2 მუსიკალურ სასწავლებელში აგრძელებს ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის პედაგოგად მუშაობას. 1991 წლიდან 1993 წლამდე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედის საშუალო სკოლის დირექტორია, ხოლო 1994-97 წლებში ამავე სოფლის საკრებულოს თავმჯდომარე. 1997-2000 წლებში ის დედოფლისწყაროს გამგეობის საორგანიზაციო განყოფლებას ხელმძღვანელობს, რის შემდეგაც კვლავ პედაგოგიურ საქმიანობას უბრუნდება და 2000 წელს ქ.თბილისის N89-ე საჯარო სკოლის დირექტორად იწყებს მუშაობას, ხოლო 2007 წელს N193-ე საჯარო სკოლის დირექტორად. 2009 წლიდან 2012 წლამდე ის კვლავ მშობლიური სოფლის თავკაცია. 2013 წლის იანვრიდან პაპიაშვილი კახეთის სატყეო სამმართველოს, ხოლო 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის ივლისამდე გარემოს ზედამხედველობის კახეთის სამსახურის უფროსის პოსტებს იკავებს.
2014 წლის 14 ივლისიდან ნუგზარ პაპიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილეა.