ზვიად ჯავახიშვილი
დაიბადა 1977 წლის 20 მარტს დედოფლისწყაროში.2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2002 -2005 წლებში მუშაობდა სასაზღვრო დეპარტამენტში, 2009-2010 წელს კი სახელმწიფო დაცვის პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ზვიად ჯავახიშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსის თანამდებობა დაიკავა, სადაც 2013 წლამდე მუშაობდა. 2013 წლიდან დღემდე ის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს “დედოფლისწყაროს რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.
2014 წლის 14 ივლისიდან ზვიად ჯავახიშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა.