დაიბადა 1983 წლის 12 სექტემბერს ქ. დედოფლისწყაროში;
2000 წელს დაამთავრა დედოფლისწყაროს პირველი საშუალო სკოლა;
2004 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობის ბაკალავრიატი და მაშინვე ჩაირიცხა იმავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე;
2006 წელს მიიღო ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
არის თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ეკონომიკის პროგრამის დოქტორანტი;
2005 -2012 წლებში მუშაობდა "პროკრედიტ ბანკში" სხვადასხვა თანამდებობაზე: ქუთაისის, თბილისის და თელავის ფილიალებში (2005-2008 წწ.), სადაც გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური სტაჟიორობიდან წარმატებულ მენეჯერამდე; ფოთის ფილიალში (2008-2009 წწ.) - უფროს საკრედიტო ექსპერტად; რუსთავის ფილიალში (2009-2011 წწ.) - საკრედიტო განყოფილების უფროსად; წნორის ფილიალში (2011-2012 წწ.) - აგრობიზნესის კოორდინატორად;
2013 - 2014 წლებში იყო "მისო კრისტალის" წნორის ფილიალის მმართველი;
2014 წლიდან ბოლო დრომდე ეკავა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა;
გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსი საქართველოში და საზღვარგარეთ;
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;
ჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი.
დედოფლისწყარო ნიკოლოზ ჯანიაშვილის საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd