საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილება № 7 2010 წლის 24 სექტემბერი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თან დართული დებულება (რეგლამენტი); 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოემბრის №1 დადგენილება; 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჭიაურელი