სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2010 წლის 20 აგვისტო ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) (დანართი №1). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 8 ნოემბრის №1 დადგენილება. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ზედელაშვილი დებულება