დაიბადა 1965 წლის 21 თებერვალს ქ. ზესტაფონში;
1982 წელს დაამთავრა არგვეთის საჯარო სკოლა;
1988 წელს დაამთავრა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობა-მეღვინებობის ფაკულტეტის მეღვინეობის ტექნოლოგიის სპეციალობა;
1995 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი;
1988-1998 წლებში მუშაობდა თბილისის შამპანურის ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგად;
1998-1999 წლებში იყო ხაშურის ძეხვეულისა და ნაყინის ქარხნის დირექტორი;
1999-2003 წლებში ეკავა საქართველოს საპატრიარქოს "ხაშმის" ღვინის ქარხნის დირექტორის თანამდებობა;
2003-2011 წლებში იყო საპატრიარქოს აგროსამრეწველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
2009-2010 წლებში იყო საპატრიარქოს წარმომადგენელი, სამთავრობო კომისიის წევრი;
2011 წლიდან კვლავ საქართველოს საპატრიარქოს "ხაშმის" ღვინის ქარხნის დირექტორია;
ფლობს რუსულ ენას;
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ზესტაფონი კახაბერ მახათაძის საარჩევნო პროგრამა by International Center for Civic Culture on Scribd