თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე "თავისუფალი დემოკრატების" თბილისის ორგანიზაციის ოფისი გაიხსნა. ოფისი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ გახსნა.
თბილისის ორგანიზაციას პარლამენტის წევრი ზურაბ აბაშიძე უხელმძღვანელებს. როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოფისი ღია იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" თბილისის ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს შეიტანს თბილისელების პრობლემების მოგვარებაში.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ ვიწყებთ აქტიურ პარტიულ საქმიანობას. მინდა, ყველა თბილისელს, ყველა მხარდამჭერს ვუთხრა, რომ დღეიდან "თავისუფალი დემოკრატების" თბილისის ორგანიზაციის ოფისი ყველა დაინტერესებული პირისთვის ღიაა და ყველა ადამიანი, ვისაც პრობლემა აქვს, შეუძლია მოვიდეს ჩვენთან. ჩვენ მზად ვართ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ამ პრობლემების გადაწყვეტაში. ჩვენ მოვემზადებით არჩევნებისთვის. თბილისში, როგორც მთელ საქართველოში ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, თუმცა ჩვენ ასევე ვიმუშავებთ თბილისელების პრობლემების აღმოფხვრაზე", - განაცხადა აბაშიძემ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით კი, პარტია თბილისის მოსახლეობასთან ერთად გააკონტროლებს ადგილობრივი ორგანოების მუშაობას, განსაკუთრებით კი მერიას.
"ჩვენ დავაკვირდებით მის მუშაობას. ჩვენ გვჭირდება ობიექტური ინფორმაცია, თუ რას საქმიანობს მერია, სად მიდის ის ხარჯები, რომელიც ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის უნდა იყოს განკუთვნილი. ეს ოფისი დედაქალაქის ყველა მცხოვრებისთვის იქნება ღია და შეუძლიათ ისინი მოვიდნენ და გაწევრიანდნენ ჩვენს პარტიაში", - განაცხადა ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ოფისი ჭავჭავაძის გამზირის 7 ნომერში იქნება.
ipn.ge
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები