საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ ჩხოროწყუში საინფორმაციო ცენტრი გახსნა.
ცენტრის მონაცემთა ბაზა სხვადასხვა სახის ტურისტული ობიექტების, განთავსებისა და კვების ობიექტების, მუზეუმების, გალერეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს.
ჩხოროწყუს საინფორმაციო ცენტრში მისულ ტურისტებს საშუალება ეძლევათ საქართველოს მასშტაბით არსებული ტურისტული ადგილების და ღირსშესანიშნაობების შესახებ რეკომენდაცია მიიღოს, დაგეგმოს ტური კონკრეტული მიმართულებით.
ჩხოროწყუს საინფორმაციო ცენტრი ტურისტული ბროშურებით და რუკებით არის აღჭურვილი და ტურისტებს უფასოდ ემსახურება. საქართველოს მასშტაბით ტურიზმის 21 საინფორმაციო ცენტრი ფუნქცონირებს. დღეს 16:00 საათზე გიორგი სიგუა საინფორმაციო ცენტრს ზუგდიდში გახსნის.
pia.ge