დღეს, 23 ივლისს, ახალციხის მერმა ცხრა სამსახურის უფროსი და მერის ორი მოადგილე დანიშნა.
ქალაქ ახალციხის მერის პირველი მოადგილედ ზაზა თამარაშვილი დაინიშნა; მერის მოადგილედ ზაზა გელაძე; ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად ნინო მიქაბერიძე; საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსად –ლიანა ხმალაძე; ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსად როინ თაქთაქიძე; კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსად მარინა გოგოლაძე;ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის უფროსად გელა გელაძე; იურიდიულ საკითხთა სამსახურის უფროსად მერი გოგოლაური; შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსად ნაირა სამსონიძე; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსად მურმან თოთაძე;
სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი პაატა კბილაშვილი. სახანძრო სამაშველო სამსახურს აქამდეც კბილაშვილი ხელმძღვანელობდა.
„ყველა სამსახურის უფროსი პროფესიონალიზმის მიხედვით შევარჩიეთ“, – აცხადებს გიორგი კოპაძე და ამატებს, რომ მერიაში არსებულ სხვა თანამდებობებზე ახალი კადრები ეტაპობრივად დაინიშენებიან.