სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ 32 ხმით ერთის წინააღმდეგ, ნუგზარ მალაღურაძე აირჩიეს.
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე გახდა.მას მხარი 36 დეპუტატმა დაუჭირა.
ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ 34 ხმით 2-ის წინააღმდეგ ჯაბა სამუშია, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარედ გოჩა ბაბუნაშვილი 37 ხმით აირჩიეს.
ჯანაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ირაკლი ფაველიშვილი 34 ხმით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ ქეთევან ჯოხაძე 37 ხმით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარედ გულიკო ზუმბაძე 35 ხმით, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარედ შორენა ბუხრაშვილი 37 ხმით, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარედ თამარ ტალიაშვილი 36 ხმით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარედ ლია ჯახველაშვილი 36 ხმით და საერთაშორისო ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარედ ლევან დარახველიძე 35 ხმით აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ ყველა კომისიის თავმჯდომარე “ქართული ოცნების” წევრია.
http://www.epn.ge/