iVote

თავფურცელი პარტიები

საქართველოს პოლიტიკური პარტიები

საქართველოში პოლიტიკური პარტიების საქმიანობა რეგულირდება ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” 1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებული ორგანული კანონით. კანონის მიღებიდან დღემდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა 213 პოლიტიკური გაერთიანება. აქედან ოფიციალურად ამორიცხულია რეესტრიდან   10, ანუ დღეისათვის  რეგისტრირებულია 203 პოლიტიკური პარტია.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების  რეგისტრაციას  ახორციელებს  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. რეგისტრაციისათვის იუსტიციის სამინისტროში აუცილებელია შემდეგი დოკიუმენტაციის წარდგენა:
ა) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით);
ბ) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი;
გ) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის,დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომერის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით;
დ) პარტიის წესდება;
ე) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ;
ვ) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;
ზ) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება.
თ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის (500 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
არჩევნებში მონაწილეობისათვის პარტიას რეგისტრაციაში ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.  პარტია გატარდება რეგისტრაციაში თუ მას ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში ან წარადგენს პარლამენტის არჩევნების დროს 50 000 მხარდამჭერის ხელმოწერას, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას - 30 000.

2010 წლის 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა 36 პოლიტიკურმა გაერთიანებამ, აქედან ათს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

პარტიები რომლებსაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე, რადგანაც მათ ვერ ან არ წარადგინეს მხარდამჭერთა ხელმოწერები.

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოს მშრომელთა საბჭო”;
2. პარტია ”ნეიტრალური საქართველო”;
3. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ”საქართველოს მშრომელთა უფლებების დაცვის პარტია”;
4. საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია;
5. პ/გ ”საქართველოს ადვოკატები”;
6. სახალხო პარტია.
7. მერაბ კოსტავას საზოგადოება
8. პ/გ ”მამულიშვილთა ორდენი ”სამშობლო””
9. პოლიტიკური ორგანიზაცია ”მამული”
10. საქართველოს მწვანეთა პარტია

 
2012 წლის საპალამენტო არჩევნებამდე დარჩა

ახალი გამოცემები

საკანონმდებლო წინადადება

 

როგორ დავაკვირდეთ არჩევნებს

წიგნის სრული ვერსიის გადმოწერა
შესაძლებელია ამ ბმულიდან.
(ფაილის ფორმატი: Adobe Acrobat, ფაილის ზომა: 739kb)

ჩვენი სხვა გამოცემები


იხილეთ "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" პროექტი


Facebook