არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა”(ICCC) ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს 2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას, საარჩევნო კულტურის ამაღლებას და არჩევნებზე მოქალაქეთა გააქტიურებას. მიზნის მისაღწევად დასახული ამოცანებია:
1. ამომრჩეველთა განათლება და ინფორმირებულობის დონის ამაღლება
2. რეგიონებში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და ჟურნალისტების შესაძლებლობათა გაზრდა
პროექტის სამიზნე ჯგუფებია: საქართველოს რეგიონების არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია საშუალებები, ახალგაზრდები, ეროვნული უმცირესობები და საზოგადოების ფართო წრე.
პროექტის ფარგლებში იგეგმება:
- ამომრჩევლისთვის სამახსოვროს გამოცემა, სადაც ნათლად იქნება განმარტებული საარჩევნო დღის პროცედურა, ამომრჩევლის ძირითადი უფლებები და მოვალეობები. სამახსოვრო გამოიცემა ქართულ, სოხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და გავრცელდება მოსახელობაში რეგიონული კოორდინატორების მიერ.
- სახელმძღვანელო “როგორ დავაკვირდეთ არჩევნებს”, რომელიც განკუთვნილია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისათვის, რომლებიც ჩართულები იქნებიან არჩევნების დაკვირვების და გაშუქების პროცესში.
- ინტერნეტ-გზამკვლევი/ფორუმი www.ivote.ge რომლის საშუალებითაც ამომრჩეველი მიიღებს სასურველი და მისთვის საინტერესო ინფორმაციას არჩევნების და თვითმართველობის სისტემის შესახებ, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის და არჩევნებში მონაწილე სუბიექტების შესახებ, არჩევნების შედეგების შესახებ ინფორმაციას და სხვა შესაბამის ინფორმაციებს. ამასთანავე ამ პორტალზე განთავსდება ფორუმი, სადაც ამომრჩეველი არათუ მიიღებს ამომწურავ პასუხებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისგან ონლაინ რეჟიმში, არამედ იქნება მთლიანად საარჩევნო პროცესის შესახებ როგორც ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის და სხვა სამიზნე ჯგუფებისათვის, არამედ ასევე მოსახლეობას ექნება თავისი ინფორმაციის გავრცელების საშუალება ფორუმის მეშვეობით.
- ჩატარდება სემინარები საქართველოს 10 რეგიონში ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებისთვის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შესახებ.
- არასამთავრობო ორგანიზაცია “სტუდია რე”–სთან პარტნიორობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემაზე 2 თოქ-შოუს მომზადება.


პროექტის შესახებ
