iVote

თავფურცელი სხვა სიახლეები პავლე კუბლაშვილი - არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება არ დაისჯება იმისთვის, რომ მან ადრე კანონიერი გზით გარკვეული შემოწირულობა მიიღო

პავლე კუბლაშვილი - არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება არ დაისჯება იმისთვის, რომ მან ადრე კანონიერი გზით გარკვეული შემოწირულობა მიიღო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა  დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა : "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას არანაირი უკუქცევის ძალა არ აქვს და არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება არ დაისჯება იმისთვის, რომ მან ადრე კანონიერი გზით გარკვეული შემოწირულობა მიიღო.  და დასძინა, რომ შესაბამის მუხლთან დაკავშირებით გავრცელდა სხვადასხვა ინტერპრეტაციები და პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ, თითქოს მათ ვინმე აიძულებს, რომ კანონიერად მიღებული თანხები უკან დააბრუნონ.

 

კუბლაშვილის განმარტებით, ახალ ნორმებს არანაირი უკუქცევის ძალა არ აქვს და არანაირ რეტროაქტიურობას არ აქვს ადგილი. მისი თქმით, პასუხისმგებლობა დაეკისრება პოლიტიკურ გაერთიანებას მხოლოდ მაშინ, თუ მან შემოწირულობის მიღების მომენტში არსებული კანონი დაარღვია და პარტიის, თუ ცალკეული სუბიექტის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის გვერდის ავლის მცდელობას.

კუბლაშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციების მიზანია, რომ კონტროლის პალატას ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს ამა თუ იმ პარტიის მიერ მიღებული შემოსავლების კანონიერება განვლილ პერიოდში. მისივე თქმით, კონტროლის პალატას უფლება ექნება გამოიყენოს შესაბამისი ღონისძიებები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ კანონში ცვლილებების შესვლამდე დარღვეული იყო ის ნორმები, რომელიც მანამდე არეგულირებდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემოწირულობების მიღებას. კუბლაშვილს იმედი აქვს, რომ ამ განცხადების შემდეგ ახალ რეგულაციებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია აღარ მოჰყვება.

 
2012 წლის საპალამენტო არჩევნებამდე დარჩა

ახალი გამოცემები

საკანონმდებლო წინადადება

 

როგორ დავაკვირდეთ არჩევნებს

წიგნის სრული ვერსიის გადმოწერა
შესაძლებელია ამ ბმულიდან.
(ფაილის ფორმატი: Adobe Acrobat, ფაილის ზომა: 739kb)

ჩვენი სხვა გამოცემები


იხილეთ "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" პროექტი


Facebook