iVote

თავფურცელი სხვა სიახლეები არასამთავრობოები პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებას სთხოვენ

არასამთავრობოები პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებას სთხოვენ

"ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაცია", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", "კოალიცია არჩევანის თავისუფლება" და "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო" საქართველოს პრეზიდენტს ორ კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტო-ს უფლების გამოყენების თხოვნით მიმართავენ.

ისინი, პრეზიდენტს მისთვის ხელმოსაწერად გადაცემული კანონპროექტების მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის დაბრუნებას სთხოვენ.

 

განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციებმა დღეს გაავრცელეს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს არაკონსტიტუციურს უწოდებენ.

პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკური გაერთიანებები, იურიდიული პირები, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან ან სხვაგვარად იმყოფებიან პარტიის კონტროლის ქვეშ, ან გააჩნიათ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ვალდებულნი ხდებიან კანონის ამოქმედებიდან 3 დღი ვადაში, უკან დააბრუნონ იურიდიული პირებისგან კანონის ამოქმედებამდე მიღებული შემოწირულობები, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა სახელმწიფო საკუთრებაში მოექცევა.

ორგანიზაციები თვლიან, რომ ირღვევა კონსტიტუციის 42–ე მუხლი, რომლითაც "არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს".
ასევე ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 24-ე მუხლი, რომლითაც ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

"ჩვენთვის, ასევე სრულიად მიუღებელია სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც არაგონივრულად და არაპროპორციულად მკაცრ სანქციებს აწესებს იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც პოლიტიკური მიზნებით მოქმედ პირებს მომსახურების ან მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის თხოვნით მიმართავენ, ამ მათთვის მსგავს მომსახურებას მიიღებენ", - ნათქვამია განცხადებაში.


იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტო-ს უფლებას არ გამოიყენებს, არასამთავრობოები პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

 
2012 წლის საპალამენტო არჩევნებამდე დარჩა

ახალი გამოცემები

საკანონმდებლო წინადადება

 

როგორ დავაკვირდეთ არჩევნებს

წიგნის სრული ვერსიის გადმოწერა
შესაძლებელია ამ ბმულიდან.
(ფაილის ფორმატი: Adobe Acrobat, ფაილის ზომა: 739kb)

ჩვენი სხვა გამოცემები


იხილეთ "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" პროექტი


Facebook