iVote

თავფურცელი სიახლეები არასამთავრობოების განცხადება საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით

არასამთავრობოების განცხადება საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით

 

არჩევნებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების" შესახებ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს აპროტესტებენ.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და კოალიცია "არჩევანის თავისუფლება" კერძო და არასამთავრობო სექტორის და რიგითი მოქალაქეებისთვის პარლამენტში ინიცირებულ შეზღუდვებს არაგონივრულს უწოდებენ.

 

ამასთან დაკავშირებით აღნიშნულმა ორგანიზაციებმა, არჩევნებზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დღეს, "თბილისი მარიოტში" პრესკონფერენცია გამართეს და სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კონონმდებლობის მიღება და არ დაუშვას დაუბალანსებელი და ტენდენციური ნორმების ამოქმედება. მათი აზრით, ცვლილებათა ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხე შეექმნათ თავად ამომრჩევლებს, შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, არაპროპორციულად გამკაცრდეს კერძო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები.
"საქართველის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია სამართლიანი საარჩევნო გარემო და პოლიტიკური გაერთიანებებისთვის კონკურენტული, თანასწორი პირობების შექმნა. თუმცა, პარლამენტის მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილება მკაცრ და არაპროპრციულ შეზღუდვებს აწესებს კერძო სექტორისთვის, მაშინ, როდესაც ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და აგიტაციის ფართო შესაძლებლობები აქვს", - აღნიშნულია არასამთავრობოების განცხადებაში.

აღნიშნულ ცვლილებებს დღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში განიხილავენ. კომიტეტის სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია ექსპერტებიც დაესწრებიან.

 
2012 წლის საპალამენტო არჩევნებამდე დარჩა

ახალი გამოცემები

საკანონმდებლო წინადადება

 

როგორ დავაკვირდეთ არჩევნებს

წიგნის სრული ვერსიის გადმოწერა
შესაძლებელია ამ ბმულიდან.
(ფაილის ფორმატი: Adobe Acrobat, ფაილის ზომა: 739kb)

ჩვენი სხვა გამოცემები


იხილეთ "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" პროექტი


Facebook