iVote

Home Other News არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პეტიციაზე 170-ზე მეტი ხელმოწერა დაფიქსირდა

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პეტიციაზე 170-ზე მეტი ხელმოწერა დაფიქსირდა

There are no translations available.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პეტიციაზე 170-ზე მეტი ხელმოწერა დაფიქსირდა. პეტიციაზე ელექტრონული ხელმოწერები გაგრძელდება. პეტიციაზე ხელმომწერი ორანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კანონი საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას და აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში. "ამიტომ ჰქვია ამ კამპანიას "ეს შენ გეხება".  კამპანიის ფარგლებში მოხდება ფართო საზოგადოების ინფორმირება იმ საფრთხეების შესახებ, რომელსაც კანონი "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" შეიცავს.  ასევე კამპანიის ფარგლებში ხვალ  პარლამენტში პეტიციასთან ერთად შეტანილი იქნება საკანონმდებლო წინადადებები.


ამოქმედებულია სპეციალური გვერდი სოციალურ ქსელ "facebook-"ზე, უახლოეს დღეებში ამოქმედდება კამპანიის "ეს შენ გეხება" ვებგვერდი ,  საიდანაც საზოგადოება კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას რეგულარულად მიიღებს.

პეტიციაში, რომელსაც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს, ნათქვამია: "არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც: ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს; განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს - საქართველოს კონტროლის პალატას; სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას; აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას."






 

New Publications

How to Observe Elections.
A Guidebook for Observers

You can download book from this links
(File format: Adobe Acrobat, size: 739kb)

Other our Publications

Facebook