iVote

Home Other News საქართველოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების პეტიცია

საქართველოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების პეტიცია

There are no translations available.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები,   ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც:

ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებას;


მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს;

განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს - საქართველოს კონტროლის პალატას;

სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას;

აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას.

 

New Publications

How to Observe Elections.
A Guidebook for Observers

You can download book from this links
(File format: Adobe Acrobat, size: 739kb)

Other our Publications

Facebook