.......
20 მაისი, 2015 წ.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით და მხარდაჭერით, 2017 წლიდან, საქართველოს თოთხმეტ მუნიციპალიტეტში დაინერგა პეტიციის ელექტრონული წესით წარდგენის ფორმა. მოქალაქეებს საშუალება აქვთ სახლიდან გაუსვლელად ელექტრონულად წარადგინონ საკრებულოში პეტიცია და მოაგროვონ ხელმოწერები.

პეტიციაზე ხელმომწერი შეიძლება იყოს მხოლოდ შესბამის მუნიციპალიტეტში(სადაც წარდგენილია პეტიცი) რეგისტრირებული ამომრჩეველი. თუ ხელმომწერი არ იქნება შესაბამის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველი, მისი ხელმოწერა გაბათილდება.

პეტიცია არის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს:

ა) საკრებულოს დადგენილების პროექტი;
ბ) საკრებულოს დადგენილების პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;
გ) მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა.

მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი სადაც ელექტრონულად შეგიძლიათ წარადგინით პეტიცია:


ბათუმი - https://petition.lsg.ge/batumi/

ოზურგეთი - https://petition.lsg.ge/ozurgeti/

ქედა - https://petition.lsg.ge/keda/

ქობულეთი - https://petition.lsg.ge/kobuleti/

ხელვაჩაური - https://petition.lsg.ge/khelvachauri/

ფოთი - https://petition.lsg.ge/poti/

ლანჩხუთი - https://petition.lsg.ge/lanchkhuti/

ჩოხატაური - https://petition.lsg.ge/chokhatauri/

სენაკი - https://petition.lsg.ge/senaki/

აბაშა - https://petition.lsg.ge/abasha/

ხობი - https://petition.lsg.ge/khobi/

ხონი - https://petition.lsg.ge/khoni/

გორი - https://petition.lsg.ge/gori/


• საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა შესაძლებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
• ელექტრონული სახით პეტიციის ავტორი უნდა დარეგისტრირდეს აპლიკაციის მომხმარებლად, რისთვისაც მიუთითებს სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და აპლიკაციაში განათავსებს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) დასკანერებულ ასლს.
• პეტიციის ავტორს ელექტრონულ ფოსტაზე აპლიკაციის მიერ ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება ბმული, რომლის დადასტურების შემთხვევაში ის რეგისტრირდება მომხმარებლად.
• რეგისტრაციის გავლის შემდეგ ავტორმა პეტიციის ტექსტი ქართული Sylfaen შრიფტით უნდა განათავსოს აპლიკაციაში, და აპლიკაციაში დოკუმენტების ატვირთვის გზით, თან დაურთოს:
1. ინფორმაცია პეტიციის წარმდგენი სუბიექტის არანაკლებ ერთი და არაუმეტეს 3 მომხსენებლის/მომხსენებლების (შემდგომში - მომხსენებელი) შესახებ: სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ები)ი;
2. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი ან - მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს; ან - კონკრეტულად ჩამოყალიბებულ და დასაბუთებულ მოთხოვნა;
3. პეტიციას შეიძლება თან დაერთოს დოკუმენტები და მასალები, რომლებიც პეტიციის წარმდგენი სუბიექტს პეტიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ.
• განთავსებული ტექსტი და თანდართული დოკუმენტები მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოჩნდება მისი ატვირთვიდან 24 საათის განმავლობაში.
• აპლიკაციაში განთავსებული ტექსტისა და თანდართული დოკუმენტების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე ატვირთვის დასტური, მომხსენებელს ეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
• პეტიციის ტექსტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე არ აისახება თუ:
ა) ტექსტი ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს;
ბ) ტექსტის შინაარსი შეურაცხყოფას აყენებს ნებისმიერ პირს;
გ) ტექსტი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.


როგორ მოვაწეროთ ხელი პეტიციას?

• პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად, მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებმა აპლიკაციაში, ქართული Sylfaen შრიფტით უნდა ჩაწერონ საკუთარ სახელი, გვარი, პირად ნომერი, რეგისტრაციის მიხედვით საცხოვრებელი ადგილის მისამართი.
• პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად, ამომრჩეველი ვალდებულია, აპლიკაციის შესაბამის ფანჯარაში მონიშვნის გაკეთების გზით დაადასტუროს, რომ გაეცნო პეტიციის შინაარსს და ეთანხმება მას.
• ხელმოწერის შესრულებისას ამომრჩეველი თუ არ არის თანახმა მისი სახელისა და გვარის საჯარო გახდეს, აპლიკაცია უზრუნველყოფს მისი პერსონალური მონაცემების გამხელისაგან დაცვას. ამისათვის შესაბამის ფანჯარაში ამომრჩეველმა მხოლოდ მონიშვნის უნდა გაკეთოს.
• პეტიციის ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ აპლიკაცია ასაჯაროებს პეტიციაზე ხელმომწერი ამომრჩევლების მიმდინარე რაოდენობას, პეტიციაზე საჭირო ხელმოწერათა მინიმალურ რაოდენობას და პეტიციის ავტორ(ებ)ის სახელ(ებ)სა და გვარ(ებ)ს.
პეტიციის რეგისტრაცია
• პეტიციის ტექსტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, საჭირო ოდენობის ხელმოწერების ელექტრონულად განხორციელების შემდეგ, აპლიკაციის "რეგისტრაციაზე გაგზავნის“ ფუნქციის მეშვეობით მომხსენებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე პეტიციის ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის პეტიციის ხელმომწერ ამომრჩეველთა სრულ სიას, აგზავნის მუნიციპალიტეტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
• აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში აღნიშნავს პეტიციის წარდგენის თარიღს და საკრებულოს აპარატისგან ითხოვს პეტიციის მიღების დადასტურებას.
• საკრებულოს აპარატისგან მიღების დადასტურების შემდეგ აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად ატყობინებს ამის შესახებ მომხსენებელს, თარიღისა და დროის მითითებით.
• პეტიციის ელექტრონულ ფოსტაზე მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატი იწყებს პეტიციის რეგისტრაციას.
• პეტიციის რეგისტრაციის შემდეგ საკრებულოს აპარატი პეტიციის რეგისტრაციის მოწმობას ან პეტიციის რეგისტრაციაზე უარს უგზავნის მომხსენებლებს და აღნიშნულ განათავსებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე.
• პეტიცია იწერება და შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა