ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
პროექტის შესახებ
პროექტის შესახებ
18 აგვისტო, 2016 წ.
,,სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი" იწყებს პროექტს ,,ყრუ პირთა მონაწილეობის ხელშეწყობა 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროცესში"
ეს არის საქართველოში პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში კომპლექსურად იმუშავებს ერთი მხრივ, ყრუ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფზე;
მეორე მხრივ კი, მათი სამოქალაქო აქტივობის და სოციალური განწყობის ამაღლებაზე;

პირველად საქართველოში, წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში ყრუ პირები შეხვდებიან და უშუალოდ საარჩევნო სუბიექტთა ლიდერებისგან მოისმენენ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებს;

საარჩევნო პროცესებთან და ამომრჩევლის უფლება-მოვალოებებთან დაკავშირებით საქართველოს 5 რეგიონსა და თბილისში ჩატარდება ტრენინგები ჟესტურ ენაზე;

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არჩევნების არსის, ამომრჩევლის უფლება-მოვალეობების შესახებ ვიდეოლექციების მომზადდება ჟესტურ ენაზე. ვიდეოლექცია დისკის სახით საჩუქრად გადაეცემა საქართველოს სხვადახვა რეგიონში მცხოვრებ 800 ყრუ პირს.

ჩვენი მიზანია ყრუ პირთა სეგმენტისთვის წინასაარჩევნო პერიოდში თანაბარი გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა; მათი, როგორც ელექტორატის მზაობის და აქტივობის ამაღლება 2016 წლის 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის. პროექტი ხორციელდება ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით და საქართველოს ყრუთა კავშირის მხარდაჭერით.

პროექტის დაწყების მიზეზი


საქართველოს მოსახლეობის 1% ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანია. მათი სამეტყველო ენა არის ჟესტური, რომელსაც საკუთარი გრამატიკული სისტემა აქვს და რომელიც ისევე ვითარდება, როგორც ნებისმიერი სხვა სამეტყველო ენა. ჟესტური ენის პოპულარიზება, სურდო-თარჯიმანთა ინტენსიური მომზადება არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. განსავითარებელია თავად ჟესტური ენა. ლინგვისტური უმცირესობისთვის ქართული ენის, როგორც მეორე ენის სწავლება მრავალ მეთოდოლოგიურ თუ ტექნიკურ სირთულესთან არის დაკავშირებული. წლების განმავლობაში სწავლების არასწორი მეთოდოლოგიის და დამკვიდრებული სტიგმების გამო ჟესტურ ენაზე მოსაუბრეთა დიდ ნაწილს ქართულ, სახელმწიფო ენაზე წერა-კითხვა უჭირს.

აღნიშნულდან გამომდინარე, მათ სერიოზული პრობლემები აქვთ არათუ პიროვნული და საზოგადოებრივი აქტივობის თვალსაზრისით, არამედ ოჯახის წევრებთან, მშობლებთან ურთიერთობის კუთხით. საზოგადოებაში ინტეგრაციის და მოქალაქეობრივი თვითრეალიზაციის სხვადასხვა ბარიერების პარალელურად, ცხადია, ისინი არათანაბარ საარჩევნო გარემოში არიან, იზღუდება მათი, როგორც ამომრჩევლის, აზრის გამოხატვის და დემოკრატიის პირდაპირი ფორმის უფლება.

საკომუნიკაციო ბარიერის გამო:

1. მათთვის გასაგებ ენაზე ვერ იღებენ სრულყოფილ, მრავალმხრივ და სწორ ინფორმაციას არჩევნებში მონაწილე სუბიექტების და მათი საარჩევნო პროგრამის შესახებ;

2. მათ არ/ან მინიმალურ დონეზე აქვთ პოლიტიკურ სუბიექტებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა;

3. დაბალია მათი განათლების დონე არჩევნების მნიშვნელობის, საარჩევნო პროცედურების და ამომრჩევლის უფლება-მოვალეობების შესახებ;

4. საკომუნიკაციო ბარიერი და არასრულფასოვანი ინფორმაცია ხელს უშლის ყრუ პირთა, როგორც ელექტორატის მოტივაციას და სოციალურ განწყობას. შესაბამისად, მათი, აქტივობა დაბალია, გაკეთებული არჩევანი კი -არაინფორმირებული და სპონტანური.

სრულად »