ზურა ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუში" საქართველოს სამოქალაქო მოძრაობამ დღევანდელი რეალობის ობიექტურად წარმოსაჩენად რვა თემა წარმოადგინა.
მრგვალი მაგიდის ფორმატში წარმოდგენილი რვა თემა ძირითადად სხვადასხვა სფეროებში არსებულ სისტემურ დარღვევებს ეხებოდა, რაზეც პასუხისმგებლობა დღევანდელ ხელისუფლებას ეკისრება.
შეხვედრაზე სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებმა შემდეგი საკითხები წარმოადგინეს: 1. ხელისუფლებამ სახელმწიფოს ნგრევა კონსტიტუციის ნგრევით დაიწყო – ბიძინა სავანელი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 2. განათლების სისტემის მოშლა – კახა ჭეიშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; 3. ქვეყანა უკომპასოდ, ანუ განვითარების სტრატეგიული გეგმისა და პროგრამის გარეშე - შალვა გივიშვილი; 4. თავდაცვის სისტემაში არსებული დარღვევები – გია დანელია, სამხედრო დოქტორი; 5. ელიტური კორუფცია – შალვა მექვაბიშვილი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; 6. სოციალური და ჯანდაცვის სფერო, ცხრა ნაბიჯი უკან – ნუკრი დარჩია, 7. რკინიგზის სისტემაში არსებული დარღვევები – ვალერიან მაყიშვილი, საქართველოს რკინიგზელთა ასოციაცია; 8. როგორ განადგურდა ცეკავშირის სისტემა – გიორგი წივწივაძე.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კონფერენციების ფორმატში ამ და კიდევ სხვა თემების ფართო განხილვა დაიწყება, რომელზეც უკვე დაიდება როგორც ვრცელი ანალიზი, ისე კონკრეტული წინადადებები არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.
http://www.pirweli.com.ge