ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები (2013 წლის 17 ოქტომბრის სხდომა)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, რეკომენდაციით მიმართავს:

1. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თავისი კომპეტენციის ფარგლებში, და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერითა და ხელშეწყობით (საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო), გაატაროს ღონისძიებები საზღვარგარეთ მცხოვრები, რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების სწრაფად და სრულად ინფორმირების მიზნით, რათა ამ პირებმა დროულად შეიტყონ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ არიან შეტანილი ერთიან საარჩევნო სიაში და მონაწილეობას ვერ მიიღებენ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, ასევე ეცნობოთ ცხელი ხაზის ნომერი, რომელზეც შეუძლიათ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დარეკონ.

2. პოლიტიკურ პარტიებს „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“: სასწრაფოდ შეჩერდეს ქედის მუნციპალიტეტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გამგებლის იმპიჩმენტის წესით გადაყენების მცდელობა, ხოლო ამის საპასუხოდ კოალიცია ქართული ოცნების მიერ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა, რაც დაკავშირებული უნდა იყოს ორ ჯგუფს შორის არსებულ პოლიტიკურ უთანხმოებასთან.

კომისია შეახსენებს ყველა თვითმმართველ ერთეულს, რომ 2013 წლის 02 სექტემბერს, კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს ეთხოვათ თავი შეეკავებინათ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებისაგან, განსაკუთრებით ხელმძღვანელი პირების (გამგებლის, საკრებულოს თავმჯდომარის) თანამდებობიდან გადაყენებისაგან, მათ შორის იმპიჩმენტის წესით. მნიშვნელოვანია, პარტიებმა მოახდინონ სწრაფი და ადეკვატური რეაგირება, რათა გამოირიცხოს რეკომენდაციის დარღვევის ერთეული შემთხვევებიც.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეთხოვოს თვითმმართველი ერთეულებისათვის ინფორმაციის კიდევ ერთხელ მიწოდება და მათთან ახსნა-განმარტებითი სამუშაოს წარმოება ზემომოყვანილი რეკომენდაციის შესრულების მიზნით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31