ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია (2013 წლის 11 ოქტომბრის სხდომა)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, რეკომენდაციით მიმართავს ა) პოლიტიკურ პარტიებს:

2013 წლის 13 სექტემბერს, კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიებს ეთხოვათ გაეცათ მკაფიო მითითებები, რათა მათ აქტივისტებს თავი შეეკავებინათ კონკურენტი საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისგან კონტრ-აგიტაციის თუ სიტყვით გამოსვლის მიზნით. მართალია, ეს რეკომენდაცია მთლიანობაში სრულდება, მაგრამ რჩება ერთეული შემთხვევები, რომლებიც საბოლოოდ უნდა გამოირიცხოს და ასეთია ცაგერში 8 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტი.

შესაბამისად, აუცილებელია, პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთ აქტივისტებს შეახსენონ კომისიის 13 სექტემბრის რეკომენდაცია პოლიტიკურ ნიადაგზე თუნდაც სიტყვიერი დაპირისპირების თავიდან აცილებისა და კანდიდატებისათვის საკუთარ ამომრჩეველთან შეფერხების გარეშე კონტაქტის უზრუნველყოფის მიზნით.

ბ) პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას:

პოლიტიკურმა პარტიებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა გასცენ მკაფიო მითითება იმის შესახებ, რომ მათ აქტივისტებს/წარმომადგენლებს კატეგორიულად ეკრძალებათ კონკურენტი ან მათთვის მიუღებელი პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება ან განთავსებაში ხელის შეშლა.

აუცილებელია, მსგავსი ხასიათის დარღვევების გამოვლენისას, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გაატარონ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეთხოვოს თვითმმართველი ერთეულებისათვის ინფორმაციის კიდევ ერთხელ მიწოდება და მათთან ახსნა-განმარტებითი სამუშაოს წარმოება ზემომოყვანილი ორი რეკომენდაციის შესრულების მიზნით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31