ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია (2013 წლის 30 სექტემბრის სხდომა)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის,  აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, მხედველობაში იღებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არასაკმარისად განმარტავს აგიტაციისა და აგიტაციაში მონაწილეობის ცნებებს, და ადგენს:

წინასაარჩევნო აგიტაციად უნდა ჩაითვალოს წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა,  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა, წინასაარჩევნო ღონისძიებისას საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ მიმართული,  ამომრჩეველთა აზრის ფორმირების მიზნით განხორციელებული ქმედება (სიტყვით მიმართვა, ტაში, სტვენა, ზეპირი ან წერილობითი მოწოდება), მსვლელობა, მაისურის ან სხვა ატრიბუტის ტარება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მხარდამჭერი გამოსახულებით, სოციალურ ქსელებში აგიტაცია ან კონტრაგიტაცია.

რაც შეეხება აგიტაციაში მონაწილეობის საკითხს, უწყებათაშორისი კომისია მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ინსტრუქციების პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალობის დაცვის უზრუნველსაყოფად და იწონებს მათ. ამ ინსტრუქციების შესაბამისად:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა მოსამსახურე ვალდებულია, მკაცრად დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი - არ მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოებულ აგიტაციასა და კამპანიაში, დაიცვას ამ ინსტრუქციით დადგენილი სხვა მოთხოვნები. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მიერ ორგანიზებული აგიტაციისა და კამპანიის (შეკრების) დროს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული მოსამსახურე ვალდებულია:

- ეცვას დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელი;

- იმ შემთხვევაში, თუ სააგიტაციო კამპანია (შეკრება) იმართება შენობის გარეთ, არ

მიუახლოვდეს ამგვარი შეკრების მონაწილეებს 5 მეტრის მანძილზე (გარდა კანონითგანსაზღვრული შემთხვევებისა) და არ დაუშვას შეკრების მონაწილებთან დაპირისპირებული ძალის მიახლოვება;

- იმ შემთხვევაში, თუ სააგიტაციო კამპანია (შეკრება) იმართება შენობაში ან სხვა

დახურულ სივრცეში, დაიცვას შენობის მხოლოდ გარე პერიმეტრი და არ დაუშვას შენობაში დაპირისპირებული ძალის შესვლა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს კატეგორიულად ეკრძალება ამგვარ შენობაში შესვლა, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31