ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია (2013 წლის 23 სექტემბრის სხდომა)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის,  რეკომენდაციით მიმართავს:

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა სახელმძღვანელო პრინციპებად მიიღონ თანდართული განმარტებები; თავის მხრივ, განავრცონ და ჩამოაყალიბონ კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში არსებული რეალობის შესაბამისად და უმოკლეს ვადაში მიაწოდონ ისინი ადგილობრივ საჯარო მოხელეებს.

ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვოთ განმარტებებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებასთან თუ დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაციის უწყებათაშორისი კომისიისათვის პერიოდული მოწოდება. 

დანართი №1
არჩევნები 2013 
განმარტებები 
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისათვის 
„საქართველოს კონსტიტუციის“ მიხედვით, რომელიც ქვეყნის უზენაესი კანონია, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში,  სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება.

ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს, წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. თუმცა,  აკრძალულია, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობისას, სხვა ადამიანების უფლებების ხელყოფა, მათ შორის, რომელიმე საპრეზიდენტო  კანდიდატის ამომრჩეველთან შეხვედრის ხელშეშლა, ჩაშლა, განსხვავებული აზრის მქონე პირებთან დაპირისპირება, მათი შეურაცხყოფა, ძალადობა ან ამგვარის მცდელობა.

ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს, მათ შორის, გამგებელს, საკრებულოს წევრებსა და თავმჯდომარეს, წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ეკრძალებათ ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე არსებული ნებისმიერი ქონების გამოყენება.

ასევე, მათ ეკრძალებათ სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა წინასაარჩევნო პროცესებში.

არჩევნების ჩატარებამდე 60 დღით ადრე არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, ასევე, აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია,  სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობის გაზრდა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ჩაითვლება, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სოციალური რეკლამის, სააგიტაციო მასალის, ვიდეო- ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც/რომელზეც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას.

დაუშვებელია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული აკრძალვა ვრცელდება ყველა საჯარო მოხელეზე, განურჩევლად თანამდებობისა. მსგავსი ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად.

ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ადგილობრივი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით ითვლებიან პოლიტიკური თანამდებობის პირებად. ესენი არიან: წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს, წევრები; საკრებულოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი (მერი/გამგებელი).

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები – საკრებულოს თავმჯდომარე,  გამგებელი/მერი, ასევე, მათი მოადგილეები არ შეიძლება დაინიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად.

საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აკრძალულია ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31