ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები (2013 წლის 2 სექტემბრის სხდომა)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, აკისრია რა პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას და ამ მიზნით, საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას და დარღვევებზე რეაგირებას, რეკომენდაციით მიმართავს:

1. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს:

ა. წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ სხვადასხვა სახის მედია საშუალებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოშლისგან ნებისმიერი, მათ შორის, ლეგიტიმური საფუძვლით, რათა ეს არ იქნეს აღქმული წინასაარჩევნოდ მედიის შეზღუდვის მცდელობად.

ბ. მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მედია საშუალებების თავისუფალ ფუნქციონირებას, რათა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს შეძლებისდაგვარად სრულფასოვანი ინფორმაცია არჩევნებში მონაწილე კანდიდატების, ასევე, ამომრჩეველთა უფლებების და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

2. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს:

მათ სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისთვის გამოსცენ დეტალური და მკაფიო განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ მათ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების  შეჯამებამდე/გამოქვეყნებამდე, რა სანქციებია დაწესებული კანონის მოთხოვნების დარღვევებზე და როგორ არის დაცული მათი არჩევანის თავისუფლება და ფარულობა.

უწყებათაშორისი კომისია მიესალმება თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ თავიანთი საჯარო მოსამსახურეებისთვის გაკეთებულ ასეთ განმარტებებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს, მსგავსი განმარტებები სხვა საჯარო უწყებებშიც გავრცელდეს.

3. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს:

უზრუნველყონ შიდაპარტიული დისციპლინა და კანონმორჩილება და მოუწოდონ თავიანთ წევრებსა და აქტივისტებს, თავი შეიკავონ სხვა პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო ღონისძიებების ორგანიზებაში ხელის შეშლისგან. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი ან/და უკმაყოფილება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკოსის მიმართ, მაგრამ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა თავსდებოდეს კანონისფარგლებში, პროტესტის ფორმა არ უნდა არღვევდეს საზოგადოებრივ წესრიგს და მან ხელიარ უნდა შეუშალოს პოლიტიკური პარტიის/ლიტიკოსის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას.

ამ მხრივ უწყებათაშორისი კომისია პოზიტიურად აფასებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას პარტიის რიგებიდან იმ წევრების გარიცხვის შესახებ, რომლებმაც ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერის მონაწილეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მნიშვნელოვანია პარტიის განცხადება იმის შესახებაც, რომ მსგავსი აგრესიული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში პარტია კვლავაც მიიღებს მკაცრ ზომებს.

4. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს:

წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების განხორციელებისაგან, მათ შორის, ხელმძღვანელი პირების (გამგებლების, საკრებულოს თავმჯდომარეების) თანამდებობიდან გადაყენებისაგან, მათ შორის იმპიჩმენტის წესით, რათა ეს არ იქნეს საჯარო მოსამსახურეთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობად.

5. პროკურატურის ორგანოებს:

უწყებათაშორისი კომისია პროკურატურის ორგანოებს შეახსენებს 2013 წლის შუალედური არჩევნებისას გაცემულ რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც, სასურველია:

ა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაკითხვებისაგან თავის შეკავება კენჭისყრის დღემდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ან იქმნება საპროცესო ვადის დარღვევის საფრთხე.

ბ. დაკითხვისაგან თავშეკავების რეჟიმი ასევე გავრცელდეს შესაბამისი საარჩევნო ოლქის/უბნის შტაბის აქტივის წევრებზე, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. ამ პირთა სია უწყებათაშორის კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა. სიაში შეყვანილ პირთა რაოდენობა უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს რეალობას. სია არ უნდა წარმოადგენდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის თავის არიდებისა და ხელშეშლის საშუალებას.

საპრეზიდენტო არჩევნების მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარება სახელმწიფოს მიერ გაცხადებული უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. შესაბამისად, უწყებათაშორისი კომისია არ ზღუდება მხოლოდ კანონის მოთხოვნების დაცვით და მოუწოდებს ყველა საჯარო უწყებასა და აჯარო მოსამსახურეს, დაიცვან სამართლიანობისა  და გამჭვირვალობის ყველაზე მაღალი სტანდარტები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« აგვისტო 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31