როდემდე მოვიტყუოთ თავი ანუ როდემდე ვიცხოვროთ სიცრუეში?
ჩემი შეფასებით ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე მობილიზებული ფინანსების 90%-მდე იყო არადეკლარირებული!
დღეს სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა 1-ელი ივლისიდან 1-ელ ნოემბრამდე პერიოდში, საერთო ჯამში 5,031,200 ლარის შემოწირულება მიიღეს.
ვინც კი ოდნავ ჩახედულია დღევანდელ ქართულ საარჩევნო ტექნოლოგიებში იცის, რომ წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი საარჩევნო შტაბებისა და ე.წ. კოორდინატორების ქსელია, რომელთა რაოდენობა თითოეულ საარჩევნო უბანზე დამოკიდებულია საარჩევნო სუბიექტის ფინანსურ შესაძლებლობებზე. ამ არჩევნებზე სამ გამოკვეთილ კანდიდატიდან თითოეულს საშუალოდ სამი კოორდინატორი ჰყავდა საარჩევნო უბანზე, რომლებსაც ხელფასებს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში შემდეგნაირად უხდიდა: ბურჯანაძე - თვეში 300 ლარი, მარგველაშვილი - 250 ლარი და ბაქრაძე - 200 ლარი, რაც შესაბამისად 6.5, 5.4 და 4.3 მლნ ლარია (მაგ.300ლარი*3,600უბანი*3 კოორდინატორი/უბანზე*2 თვეზე=6,48მლნ). ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ არცერთი ლარი ამ მილიონებიდან დეკლარირებულ საარჩევნო დანახარჯებში არ მოხვედრილა, რადგან მათგან 20% საშემოსავლო გადასახადი იყო დასაკავებელი და ამასთან შემოწირულობის ლეგალური წყაროს მოძებნაც არ არის იოლი საქმე. აღნიშნულ ხარჯებს დაუმატეთ დაახლოებით ერთი იმდენივე საარჩევნო შტაბების დანახარჯები (ქირა კომუნალური, კომუნიკაცია, ხელფასები) და სარეკლამო კამპანია (კლიპების გადაღება-გაშვება, პლაკატებისა და ბანერების დამზადება-განთავსება, ინეტერნეტ-აქტიურობები) გემოვნებისა და შესაძლებლობების მიხედვით სავარაუდოდ კიდევ ერთი იმდენი და ჯამურად მივიღებთ 45-50 მილიონ ლარს დეკლარირებული 5 მილიონის ნაცვლად.
აქედან დასკვნა - ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე მობილიზებული ფინანსების მხოლოდ 10-15% იყო დეკლარირებული.
კიდევ უფრო საგულისხმოა აღნიშნული „ვერ შენიშნა“ ვერც ქართულმა მედიამ, ვერც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და, რაღა თქმა უნდა, ვერცერთმა სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციამ! არადა სხვის თვალში ბეწვიც კი რჩებათ ხოლმე შეუმჩნეველი...
https://www.facebook.com/zharatishvili?hc_location=stream
- საპრეზიდენტო არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები 2018
- საპრეზიდენტო არჩევნები 2013
- საპრეზიდენტო არჩევნები 2008
- საპრეზიდენტო არჩევნები 2004
- საპრეზიდენტო არჩევნები 2000
- საპრეზიდენტო არჩევნები 1995
- საპრეზიდენტო არჩევნები 1991
- საპარლამენტო არჩევნები
- საპარლამენტო არჩევნები 2020
- საპარლამენტო არჩვენები 2016
- საპარლამენტო არჩევნები 2012
- საპარლამენტო არჩევნები 2008
- საპარლამენტო არჩევნები 2004
- საპარლამენტო არჩევნები 2003
- საპარლამენტო არჩევნები 1999
- საპარლამენტო არჩევნები 1995
- საპარლამენტო არჩევნები 1992
- უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021
- თვითმმართველობის არჩევნები 2017
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014
- არჩევნების შესახებ
- მერობის კანდიდატები
- მონაწილე პარტიები და ბლოკები
- მუნიციპალიტეტები
- პროგრამები
- კანონმდებლობა
- კვირის მიმოხილვა
- საარჩევნო ადმინისტრაცია
- ფინანსური ანგარიშები
- სადამკვირვებლო ორგამიზაციები
- რეგიონული მაუწყებლებისთვის ინფორმაცია
- საარჩევნო კლიპები
- უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
- ეთნიკური უმცირესობები
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
- მედიაცენტრი
- შუალედური არჩევნები
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2006
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2002
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1998
- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 1991
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები
- საპრეზიდენტო არჩევნები