ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
სალომე ზურაბიშვილი წერილი ორ ნაწილად : წამსვლელს და მომსვლელს
სალომე ზურაბიშვილი წერილი ორ ნაწილად : წამსვლელს და მომსვლელს
მიდის პრეზიდენტი!

პრაქტიკულად მის მიერ რევოლუციით მიღწეულ გამარჯვების 10 წლის თავზე. ის ამ ათ წლის მართველობაზე ანგარიშვალდებულია ჯერ ხალხის წინაშე -ეს ანგარიში მას სერიოზულად არ ჩაუბარებია- და თუ ამისი მტკიცებულებები მოინახა ცხადია სასმართლოს წინაშე.

მე მომხრე ვიყავი და ვრჩები პრეზიდენტის და იმ მაღალ ჩინოსნების ბრალდებულებად ცნობილნი ვინც იქნებიან, გასამართლებისა რაც არ უნდა ეს ნეგატივის მომტანი იყოს ქვეყნის "იმიჯისათვის", რამეთუ კანონი ყველაზე ერთნაირად არ გავცელდება და სიმართლე არ დადგიედება, ჩვენ ვიქნებით გაურკვევლობაში, გაუგებრობაში და რაც უარესია ორად დაყოფილიერი, მათ შორის ვინც ფიქრობს რომ სააკაშვილმა "პროგრესი მოუტანა სახელმწიფოს" და ვინც თვლის რომ იმან კრიმინალური ბანდა მოავლინა ქვეყნის სათავეში, ქვეყანა გააცარცვინა, ტერიტორიები დააკარგვინა და ადამიანის უფლებები ფეხის ქვეშ გათელა…. ამ ორის შორის ჩემი მოსაზრება დიდი ხანია ჩამოვაყალიბე და კიდევაც საზოგადოებას ვამცნე… მაგრამ ჩემი პირადი ხედვა არაფერია, თუ არა დამტკიცებული დამოუკიდებელ სასამართლოთი სადაც მტკიცებულებებიც იქნება წარდგენილი და დაცვასაც მიეცემა თავისი არგუმენეტების წარდგენის შეუზღუდავი საშუალება… თუ არა და დავრჩებით ყველანი ჩვენი სუბიექტური აზრის მძევლად და ვერც სიძულვილიდან, ვერც სიბნელედან ვერ გამოვალთ. ეს უკვე დაგვემართა, როცა ასევე - ჩემის და ბევრის აზრით - დამნაშავე შევარდნაძემ თავისი მოღვაწეობა და რჩევების გაცემა გააგრძელა ისე რომ არავის გაუსამართლებია მისი კლანის მიერ დატაცებული ქონება და მისაკუთრებული ქვეყანა, ან უარესი სამეგრელოს ცივსისხლიანად გაოხრება…

ქვეყანა არის ცოცხალი არსება მას გააჩნია წარსული, აწყმო და მომავალი. მას აცოცხლებს მეხსიერება და თუ ეს მეხსიერება დაჰკარგა ან დაუმახინჯდა, ვერ იზრდება და ვერ ვითარდება. ჩვენი გაჯანსაღების აუცილებელი ეტაპი არის არა დასჯა, არამედ გასამართლება პასუხისმგებელი პირების. გასამართლება რომლის გარეშე ვერც დავხურავთ ამ ფურცელს ჩვენი ისტორიისა, ვერც ვისწავლით რა არ უნდა გავიმეოროთ და რაც შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანია, მორწმუნედ ცნობილ ერისათვის … ვერც "ვაპატიებთ" და ამით შერიგებას გზას ვუკრძალავთ ჩვენ თავს.

ეს შეიძლება ჩვენ გარე მეზობელ თუ პარტნიორებს, სხვა და სხვა მიზეზების გამო, აწყობდეთ, მაგრამ საქართველოს გაძლიერებას და მის დამოუკიდებლობის გამყარებას ვერ გამოადგება!

სიმართლეზე და ლმობიერებაზე აშენებული ქვეყანა არის ძლიერი . ტყუილზე და გაუგებრობაზე კი უფსკრულისაკენ მიექანება.

მეორე ნაწილი: მომსვლელს… საქართვლეოს პრეზიდენტს,

ბატონო პრეზიდენტო,

ჯერ მინდა გულწრფელად მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გისურვოთ წარმატბა რამეთუ თქვენი წარმატება იქნება ამავდროულად ქვეყნის წარმატება.

მერე მინდა გისურვოთ მხნეობა რამთუ ამ ქვეყნის პრეზიდენტობა არის მძიმე ხვედრი და ამავე დროს უმაღლესი პასუხისმგებლობა… თქვენზე არის დამოკიდებული საქართველო 21 საუკუნეში გაივლის იმ ბოლო გზის მონაკვეთს რასაც ქვია დამოუკიდებლობის დამკვიდრება … ისე რომ ჩვენს მერე მოსულ თაობას ეს კითხვა საერთოდ აღარ ჰქონდეს და მათთვის გამხდარიყოს კითხვის გარეშე მოცემულობა.

იმის მიუხედავად რომ ლაპარაკია იმაზე რომ თქვენი უფლებები უაღრესად შეზღუდულია და პრაკტიკულად ბერკეტი აღარ გაგაჩნიათ, თქვენ მაინც გაკისრიათ უზარმაზარი პასუხსმგებლობა და ეს იმიტომ რომ ხართ (თუმცა დანიშვნის შედეგად მაგრამ ეს უკვე აღარ ჩააგეთვლებათ შემსუბუქებელ გარემოდ) ხალხის მიერ არჩეული. მეტიც. თქვენ ხართ რეალურად "ერთადერთი არჩეული" ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებლეთა , და მაშასადამე ერთადერთი პასუხისმგებელი. ეს არ უნდა დაივიწყოთ არასოდეს.

ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ ხელში და გვაჩვენოთ გზა საზოგადოეაბს და ქვეყანას.

პირველი თქვენი მოვალეობა და რასაც ხალხი თქვენგან ელოდება არის იმის დანახვა თუ რანაირად გასხვავდებით თვქენ წინა;ორბედისაგან , და რა მხოლოდ მოკრძალებული ინაუგურაციის ცერემონიალით. პირველ რიგში ტქვენი დამოკიდებულება საზოგადების მიმართ იქენბა სასინჯი ქვა : ხალხის აწრს გაითვალისწინებთ თუ არა და ხალს აუხსნით ხელისუფლების გადაწყვეტიებებს ისე რომ მათთვის მისაღები გახდეს ის რასაც არ ეთანხმება.

სამი საკითხი დგას თქვენს წინაშე რომელზედაც თქვენგან პასუხს და ახალ სამაგალითო ქმედებებს ელოდება საზოგადოება:

ხუდონჰესის აშენება არ აშენება, ოლიმიპიადაზე წასვლა არ წასვლა, წინა ხელისუფლების მთავარ პირების გასამართლება არ გასამართლება…. თქვენ ცოტა უფლება დაგიტოვეს მაგრამ ერთი კი ნამდვილად არ გაგაჩნიათ და ეს არის დუმილის უფლება…. პრეზიდენტი , რომელიც უნდა იყოს ქვეყნის, სხვა თუ არაფერი , სინდისის სახე, მორალური ავთორიტეტი იმას ევალება ხმის ამოღება და პოზიციის დაფიქსირება ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე…. გიუსრვებთ წარმატებას...
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30