ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
მანანა კობახიძე - მოქალაქეები ვერ შეძლებენ ინაუგურაციაზე დასწრებას, თუმცა ტელეტრანსლაციით ყველა დეტალი გადაიცემა
მანანა კობახიძე - მოქალაქეები ვერ შეძლებენ ინაუგურაციაზე დასწრებას, თუმცა ტელეტრანსლაციით ყველა დეტალი გადაიცემა
სამწუხაროა, რომ მოქალაქეები ვერ შეძლებენ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას, თუმცა ტელეტრანსლაციით ყველა დეტალი გადაიცემა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ინაუგურაციის ფორმატი საორგანიზაციო კომისიამ შეადგინა.

"ჩვენ იმ პომპეზურობისგან, იმ გრანდიოზულობისგან, იმ ძვირადღირებული ინაუგურაციებისგან, რაც მანამდე ჩატარებულა ცოტა განსხვავებული ფორმატი გვაქვს, უფრო მოკრძალებული. სამწუხაროა, ალბათ, რომ მოქალაქეები ვერ შეძლებენ ინაუგურაციაზე დასწრებას, თუმცა იქნება ტელეტრანსლაცია და შესაბამისად, ყველა დეტალი იქნება გადაცემული", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ინაუგურაციაზე დასასწრებად მოსაწვევები გაეგზავნა და მათი უფლებაა დაესწრებიან თუ არა ინაუგურაციას.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ღონისძიების ჩატარება თბილისში, პარლამენტის შენობის ეზოში გადაწყდა, ინაუგურაციაზე დასწრების ყველა მსურველის დაპატიჟება სამწუხაროდ ვერ მოხერხდება.

მისივე თქმით, ღონისძიება იქნება ლამაზი და სადღესასწაულო, იმ მასშტაბებში, რაც ახალი კონსტიტუციური ვარიანტის შესაფერისი იქნება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30