ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას უცხოეთის 53 დელეგაცია დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას უცხოეთის 53 დელეგაცია დაესწრება საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის სამზადისი დასრულებულია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 14:00 საათზე ჯარის ნაწილმა გაიარა რეპეტიცია, მომზადებულია ტრიბუნები და ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ ხვალ, 13:00 საათზე ინაუგურაცია დაიწყოს.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ინაუგურაციის პროცესი გაგრძელდება 45 წუთის განმავლობაში. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დადებს ფიცს, რის შემდეგაც იგი სიტყვით მიმართავს ინაუგურაციის დამსწრე საზოგადოებას. ამის შემდეგ, მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, 13:45 საათზე, გმირთა მოედანზე, გიორგი მარგველაშვილი ყვავილებით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალს, რის შემდეგაც მისი სახელით სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" უცხოელი სტუმრებისთვის გაიმართება ლანჩი.

"გიორგი მარგველაშვილი თავად უმასპინძლებს უცხოელ სტუმრებს, ექნება ორმხრივი შეხვედრები სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში". პარალელურად ეს შეხვედრები გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. გარდა ამისა, უცხოელი დელეგაციის ხელმძღვანელები შეხვდებიან სხვადასხვა მინისტრებს. ორმხრივი შეხვედრები დღეს იწყება. რამდენიმე მინისტრი უკვე ჩამოსულია და დღის განმავლობაში ჩამოვა. შეხვედრები მექნება მეც საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც დღეს საღამოს, ასევე ხვალ დილით ინაუგურაციის დაწყებამდე", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ინაუგურაციის შემდეგ ხვალ, 18.00-19:00 საათზე, ასევე დაგეგმილია რუსთაველის თეატრში გალა-კონცერტი, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი, როგორც საქართველოს ფიცდადებული პრეზიდენტი უმასპინძლებს და სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიიღებს ფართო საზოგადოებას.

მაია ფანჯიკიძის თქმით, ჯამში საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას უცხოეთიდან 53 დელეგაცია დაესწრება, ხოლო იმ ქვეყნებს კი, რომელთა დელეგაციები ჩამოსვლას ვერ მოახერხებენ, წარმოადგენენ ელჩები.

"ეს ძალიან დიდი დელეგაციაა, რაც მოითხოვს დიდ ლოჯისტიკურ მუშაობას, რომელსაც ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დელეგაციების ჩამოსვლა შეწყდება ხვალ 12:00 საათზე და მათი ნაწილი საქართველოს დატოვებს 21:00 საათის შემდეგ, ნაწილი კი ორშაბათს იმის მიხედვით თუ რა შეხვედრები აქვთ დაგეგმილი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისი ინფორმაციით, ლიტვის პრეზიდენტი დღეს 17:30 საათზე ჩამოვა საქართველოში.

http://www.interpressnews.ge/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30