ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიდო დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის
მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიდო დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის
"ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადის ბოლო დღეს, მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩემი ადმინისტრაციის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და ზოგადად ყველა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლის მიმართ. აღტაცებას ვერ ვმალავ იმ ფაქტის გამო, რომ განსაკუთრებით ბოლო კვირებში და დღეებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამრომლები გვიან ღამემდე შრომობდნენ და პირნათლად ასრულებდნენ მათ მოვალეობას", - ნათქვამია მოქმედი პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მის გვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან, სააკაშვილის განმარტებით, მას უნახავს თუ როგორ ჩამოშლილა ბევრი განვითარებული და მდიდარი ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპრეზიდენტო ვადის დასასრულისთვის, საქართველოში კი ეს არ მოხდა.

"ეს ნამდვილი სასწაულია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ისტორიის უმეტესი ნაწილი არის ღალატის უსასრულო ჯაჭვი. ასეთი წარსულის ფონზე, ის რომ საქართველოში ბოლო წლებში ჩამოყალიბდა თავისი ქვეყნის, ხალხისა და მოვალეობების ერთგული სახელმწიფო სამსახურების თანამშრომელთა კლასი - ნამდვილად რევოლუციური მოვლენაა. მინდა გითხრათ, რომ თქვენი არსებობა უკეთესი მომავლის უდიდესი იმედის მომცემია. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ წლებში თქვენთან ერთად ხალხის სამსახურში ყოფნა. მინდა გითხრათ, რომ მუდმივად ვიქნები ვალში თქვენი პროფესიონალიზმის, წესიერების და თავდადების წინაშე. მადლიერებით და სიყვარულით! მიხეილ სააკაშვილი".

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« სექტემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30