ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას აშშ-დან ექვსკაციანი დელეგაცია დაესწრება
საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას ამერიკის შეერთებული შტატებიდან ექვსკაციანი დელეგაცია დაესწრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს. გავრცელებული ინფორმაციით, 17 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ამერიკულ დელეგაციას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორი რაჯივ შაჰი უხელმძღვანელებს.

დელეგაციის წევრები იქნებიან USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწე ფეიჯ ალექსანდერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროტოკოლის ოფიცერი ასელ რობერტსი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უფროსი მრჩეველი ენდრიუ სვითი.

ამასთან, აშშ-ის დელეგაციის წევრთა შორის იქნება საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც.

http://www.interpressnews.ge
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« დეკემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31