ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
832272
55.42%
საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
256547
17.08%
თეიმურაზ მურვანიძე - არასწორია, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია გახდა მხოლოდ მმართველი გუნდის დახურული ღონისძიება
ინაუგურაციის ჩაკეტილ ეზოში, მარტო საკუთარი პარტიის წევრებისთვის გამართვა უმადურობის გამოხატულებაა საკუთარი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარემ თეიმურაზ მურვანიძემ განაცხადა.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დასრულება საერთო-სახალხო ზეიმია.

"ქვეყნის საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკური პარტიები მრავალი წლის განვმალობაში თავდაუზოგავად იბრძოდნენ რათა სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა რეალობა ყოფილიყო და ერი მოსწრებოდა ამ დღეს, როდესაც ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლებოდა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია - მრავალი ადამიანის სანუკვარი ნატვრა იყო მრავალი წლის მანძილზე, ბევრი პოლიტიკური პარტიის აქტივისტები პირდაპირი მნიშვნელობით შეეწირნენ ამ უსამართლო ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს კი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მხოლოდ "ქართული ოცნება" და ნაციონალური მოძრაობა" არსებობს ქვეყანაში. სააკაშვილის პრეზიდენტობის დასრულება საერთო-სახალხო ზეიმია და ჩაკეტილ ეზოში, მარტო საკუთარი პარტიის წევრებისათვის ამ ღონისძიების გამართვა უმადურობის გამოხატულებაა საკუთარი ხალხის და იმ ადამიანების მიმართ, ვინც უანგაროდ მხარში ედგა ქართველ ერს მრავალწლიან ბრძოლაში", - განაცხადა მურვანიძემ.
მისივე თქმით, გულსატკენია, რომ "ქართული ოცნება", რომელიც იყო მთელი ერის იმედი და გამაერთიანებელი 2012 წლის საპარალამენტო არჩევნებზე, დღეს საკუთარი პოლიტიკური ძალის და კომპრომეტირებული "ნაციონალური მოძრაობის" გარდა არავის აღიქვამს როგორც არსებობის უფლების მქონეს.

"არასწორია, რომ ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაცია, რომელიც არის პოლიტიკური მოვლენა და ქართული დემოკრატიის მშენებლობის გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, გახდა მხოლოდ მმართველი გუნდის დახურული ღონისძიება, სადაც არა მხოლოდ ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ხალხსაც კი არ აქვს საშუალება, რომ იყოს წარმოდგენილი", - განაცხადა მურვანიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 21.10.2017 08:00
მედიაცენტრი live
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30